საქართველოს საფინანსო სატელეკომუნიკაციო კომპანია

დარგის ლიდერი 2016

June 13, 2016, 7:46 a.m.

2016 წელს „ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის“ მიერ გამართულ ღონისძიებაზე, „ჯი-ეფ-თი-სი“ ფინანსურ-სამეურნეო დარგის ლიდერად იქნა აღიარებული და მე-2 ადგილის აღმნიშვნელი ოქროს მედალი მოიპოვა. ბიზნეს რეიტინგი - „საქართველოს საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით“, რომლითაც ჟიურიმ იხელმძღვანელა, საწარმოს კონკურენტუნარიანობასა და საინვესტიციო მიმზიდველობის მიხედვითაა შედგენილი. მის შედგენაში დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებული გუნდი იღებდა მონაწილეობას.

SWIFT სერტიფიცირების პროგრამა

June 13, 2016, 7:47 a.m.

2014 წლიდან SWIFT საკუთარი პარტნიორების მუდმივ სერტიფიცირებას ახდენს. მიმდინარე პერიოდში, 2014 წლის წარმატებული სერტიფიცირების შემდეგ, სერვის ბიურო SWIFT-ის საპარტნიორო პროგრამის შემდეგ საფეხურს გადის.

KYC -კლიენტების რისკიანობის მართვა

June 13, 2016, 7:47 a.m.

აღნიშნული მოდული დამუშავებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების მეთოდური სახელმძღვანელო) განსაზღვრული სტანდარტების გათვალისწინებით. მისი მიზანია მოხდეს კლიენტების ბაზების მართვა და მათი რისკიანობის განსაზღვრა ინდივიდუალური მიდგომების საფუძველზე. ამის საშუალებას იძლევა სისტემაში ჩადებული სხვადასხვა ტიპის წესები, რომელიც ანალიტიკას უკეთებს შესრულებულ ტრანზაქციებს კლიენტების დონეზე. მოდულში მაქსიმალურად არის გამოყენებული რისკზე დაფუძნებული ისეთი ...