საქართველოს საფინანსო სატელეკომუნიკაციო კომპანია

KYC -კლიენტების რისკიანობის მართვა

აღნიშნული მოდული დამუშავებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების მეთოდური სახელმძღვანელო) განსაზღვრული სტანდარტების გათვალისწინებით. მისი მიზანია მოხდეს კლიენტების ბაზების მართვა და მათი რისკიანობის განსაზღვრა ინდივიდუალური მიდგომების საფუძველზე. ამის საშუალებას იძლევა სისტემაში ჩადებული სხვადასხვა ტიპის წესები, რომელიც ანალიტიკას უკეთებს შესრულებულ ტრანზაქციებს კლიენტების დონეზე. მოდულში მაქსიმალურად არის გამოყენებული რისკზე დაფუძნებული ისეთი მიდგომები როგორიცაა:

- გეოგრაფიული რისკი
- პროდუქტის / სერვისის რისკი
- პროდუქტის / სერვისის მიწოდების რიკი
- კლიენტის რისკი

KYC მოდულის ძირითადი ამოცანაა შესრულებული ტრანზაქციების ავტომატური ანალიზი კლიენტის დონეზე, საჭირო ინფორმაციის შეგროვება სხვადასხვა ბაზებიდან, რისკიანობის გამოთვლა და ეკრანზე გამოტანა.

აღნიშნული პროცესის ბოლოს შესაბამისი კომპეტენციის პირს (შესაბამისობის ან AML დეპარტამენტიდან) აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს მოდულის მიერ დაანგარიშებული რისკის მაჩვენებელი. გარდა ამისა შესაძლებელია რისკის მაჩვენებელში კორექტივების შეტანა მექანიკურ რეჟიმში. მოდული ფუნქციონირებს ბანკის ძირითად სისტემასთან, AML და TMS მოდულებთან ერთად. როგორც დიაგრამიდან ჩანს, სრული პროცესი შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისგან და თოთოეულ ეტაპზე გაითვალისწინება ფინანსური ორგანიზაციის მოთხოვნები, რაც გულისხმობს იმას, რომ პროცესის თითოეულ ეტაპზე შესაძლებელია ახალი ცვლადების და წესების შემოტანა, ან უკვე არსებულის კორექტირება.

სისტემის ფუნქციონალი და უპირატესობები:

ტრანზაქციების მონიტორინგი კლიენტების დონეზე
- კლიენტების კლასიფიკაცია რისკიანობის მიხედვით
- რისკიანობის რეგულირების ნახევრად ავტომატური და მექანიკური რეჟიმი
- გასატარებელი ღონისძიებების წინასწარ განსაზღვრა
- სიტემის მომხმარებლები სხვადასხვა დონის წვდომის უფლებებით
- სისტემაში გატარებული ყველა ცვლილების დაფიქსირება და ჩანაწერის შენახვა
- სერვისის სრული მხარდაჭერა კვალიფიციური სპეციალისტების მიერ - დანერგვა, ინტეგრაცია, - ტრენინგი, ყოველდღიური კონსულტაცია და სისტემის მონიტორინგი.
- მაღალი და კრიტიკული რისკის მქონე კლიენტების მონიტორინგი რეალურ დროში
- სხვადასხვა ტიპის რეპორტები და სტატისტიკური მონაცემები შიდა აუდიტისთვის
- თავსებადობა ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებთან
- სხვადასხვა ტიპის ბაზებთან ინტეგრაციის შესაძლებლობა
- ბანკის შიდა სიების შექმნა და მართვა რეალურ დროში
- ინდივიდუალური მიდგომები - „Good Guys“ მენეჯმენტი