საქართველოს საფინანსო სატელეკომუნიკაციო კომპანია

ტრანსგარდი

TransGuard პროგრამულ უზრუნველყოფას წარმოადგენს. ის ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. მათი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე. TransGuard-ის კომპონენტებია:


BLS - Black List Screening - კომპონენტრი რამდენიმე მძლავრი ალგორითმისგან შედგება. მის მიზანს, ჩანაწერსა (ტექსტის) და შავ სიას შორის დამთხვევის გამოვლენა წარმოადგნს. კომპონენტი Thomson Reuters-ის სიების Premium Plus პაკეტს იყენებს. პროდუქტი, 600-ზე მეტ კრიმინალურ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიას მოიცავს. ისინი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერაა შედგენილი. ბაზების განახლება დღეში ორჯერ ხორციელდება. სერვისს გააჩნია, ორი რეჟიმი:
ავტომტური რეჟიმი - სისტემა დანერგილია მომხმარებლის მხარეს და ტრანზაქციაში ასახული ინფორმაციის შედარებას სხვადასხვა ტიპის (ე.წ. შავ და PEP) სიებთან უზრუნველყოფს. დამთხვევის გამოვლენის შემთხვევაში, ოპერაციის ჩერდება. ამის შემდეგ ოპერატორს საშუალება ეძლევა გაუშვას ან დაბლოკოს ტრანზაქცია. სერვისი მუშაობს რეალურ დროში. სისტემა უზრუნველყოფს, როგორც არსებული კლიენტების ბაზის, ასევე ახალი კლიენტების რეგისტრაციის პროცესის სრულ შემოწმებას.
მექანიკური რეჟიმი - (ე.წ. ონლაინ იუზერი) სისტემა დანერგილია სერვის ბიუროს მხარეს და მომხმარებელს სერვისზე წვდომა მოშორებულად, ვებ-გვერდის საშუალებით გააჩნია. სიებში გადამოწმება სისტემაში (ფიზიკური/იურიდიული) პირის მონაცემების მექანიკური შეყვანით ხორციელდება.


FMR – Financial Monitoring Report - ის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი, საეჭვო და ზღვარს ზემოთ ოპერაციების/გარიგებების ავტომატურ გამოვლენას უზრუნველყოფს. FMR მომხმარებლის ინფრასტრუქტურაში ინერგება და მის ძირითად საოპერაციო სისტემასთან ინტეგრირდება, საიდანაც მას დღის მანძილზე შესრულებული ტრნზაქციები მიწეოდება. მათი ანალიზის საფუძველზე, ფმს რეგულაციების შესაბამისი ანგარიშგებათა ფორმები ავტომატურად იქმნება. სისტემა ფმს-ის ინფრასტრუქტურასთან არის ინტეგრირებული, რაც უკვე მომზადებული ანგარიშგების მარტივად გაგზავნის საშუალებას იძლევა.


KYC – Know Your Customer - კომპონენტი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების მეთოდური სახელმძღვანელო) განსაზღვრული სტანდარტებით არის დამუშავებული. KYC ინერგება მომხმარებლის მხარეს და მისი ინტეგრირება ძირითად საოპერაციო სისტემასთან ხორციელდება. მისი მიზანს, კლიენტების ბაზების მართვა წარმოადგენს. რისკიანობის ანალიზი ინდივიდუალური და საერთაშორისო მიდგომების საფუძველზე ხდება. შესრულებული ტრანზაქციების ანალიზი კლიენტების დონეზე წარმოებს. მაქსიმალურად არის გამოყენებული რისკზე დაფუძნებული ისეთი მიდგომები როგორიცაა:
• გეოგრაფიული რისკი
• პროდუქტის / სერვისის მიწოდების რისკი
• პროდუქტის / სერვისის რისკი
• კლიენტის რისკი


NBR – National Bank Reporting საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფსაიტ მატრიცის ავტომატურად შექმნას უზრუნველყოფს. ანგარიშგებათა შედგენის პროცესში, სისტემა როგორც ძირითადი საოპერაციო სისტემის, ასევე TransGuard-ის სხვა კომპონენტების (BLS, FMR, KYC) მიერ დამუშავებულ ინფორმაციას იყენებს.
ინტერფეისი საანგარიშგებო პერიოდისა და კონრკეტული ანგარიშგების ფორმის არჩევის საშუალებას იძლევა (მაგ. სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ).
ფორმათა ჯგუფი, რომელტა ავტომატურად შევსება შეუძლებელია, მექანიკურ რედაქტირებას ექვემდებარება.


SWIFTRef - მისი სერვერი სერვის ბიუროს ინფრასტრუქტურაში მდებარეობს. კომპონენტი მსოფლიო ფინანსური ინსტიტუტების საიდენტიფიკაციო მონაცემებს აერთიანებს, რაც ტრანზაქციის შექმნის დროს, საჭირო ინფორმაციის მოძიებას ამარტივებს. ინფორმაციის ავტორიზებული და ოფიციალური მომწოდებელია სვიფტი. მონაცემთა ბაზა, ყოველდღიურად განახლებადი, 5 ძირითადი პაკეტისგან (IBAN Plus, SEPA Plus, Bank Directory Plus, SSI Plus, CCH) შედგება. სისტემას გააჩნია ორი რეჟიმი:
ავტომატური - მომხმარებლის საოპერაციო სისტემა SWIFTRef კატალოგთან ვებ-სერვისით ურთიერთქმედებს. შედეგად, ავტომატურად შესაძლოა შემოწმდეს ან/და შეივსოს ისეთი ინფორმაცია როგორიცაა: IBAN, BIC, კორესპოდენტები ვალუტის მიხედვით და ა.შ.. პროცესის ავტომატიზაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანზაქციის დამუშავებისა და შესრულების დროს.

მექანიკური - მომხმარებელი სერვისზე წვდომას, მოშორებულად, ვებ-გვერდის საშუალებით ახორციელებს. მონაცემების გადამოწმება, შესაბამის ველებში ინფორმაციის მექანიკურად შეყვანით წარმოებს.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.


სისტემა TransGuard-ის მომხმარებლების სია:


სს ბანკი ქართუ
სს "ხალიკ ბანკი საქართველო"
სს "სილქ როუდ ბანკი" 
ს.ს.ი.პ. "საქართველოს ეროვნული ბანკი"
სს „ბაზის ბანკი“
სს "ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალი"
სს "კრედო"


შპს. „ იზიკრედ ჯორჯია“
შპს მისო B კრედიტი
შპს მისო "კრედექსი"
ს.ს. მისო "ალფა ექსპრესი"
შპს „მისო კონტინენტალ სითი კრედიტი“
შპს მისო "გლობალ კრედიტი"
სს მისო "მიკრო ბიზნეს კაპიტალი"
შპს მისო “Piazza Capital”
სს “გალტ ენდ თაგარტი”
შპს მისო კრედიტსერვისი + 
შპს მისო “ინტელ ექსპრეს ჯორჯია”
შპს მისო უნივერს კრედიტი
სს მისო "სვის კაპიტალ"
შპს მისო "კრედიტორი"
შპს "Credline"
შპს სპოტკოინი
შპს მისო კაპიტალ ექსპრესი
შპს მისო "ფინკრედიტი"
შპს მისო მონეტა ექსპრეს ჯორჯია
შპს მისო სმარტ ფინანსი
შპს მისო “რიკო ექსპრესი”
შპს „ელთ კომპანი“
შპს მისო ლიდერ კრედიტი
სს „კავკასრეესტრი“
შპს მონრემი
შპს დაირექტ დებიტ ჯორჯია
შპს "ნეოლეთ"
შპს მაქს ექსპრესს
შპს „ბეთლაივი“
შპს ფასტფეი
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ
სს მისო ევრო კრედიტი
შპს „ი. მარკეტ“
სს „საბროკერო კომპანია კაუკასუს კაპიტალ ჯგუფი“
შ.პ.ს. „ფეი უნიქარდი“
სს "ფოსტა ფეი"
სს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“
სს „რისკების მართვისა და სადზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“